TRAINING

ჩვენს ქვეყანაში მოქმედი სარეზიდენტო პროგრამა, რომლის ავტორთა ჯგუფის წევრები კლინიკის აკადემიური პერსონალი და საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციის წევრები არიან, შეესაბამება ევროპის მრავალ ქვეყანაში არსებულ შესაბამის პროგრამებს და ეს არის მსოფლიო სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი პირველი დიპლომის შემდგომი განათლების პროგრამა დერმატო-ვენეროლოგიაში პოსტსაბჭოთა სივრცეში. აღნიშნული საშუალებას გვაძლევს რეზიდენტებს და სპეციალობის მაძიებლებს მივცეთ ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რასაც ითვალისწინებს თანამედროვე დერმატო-ვენეროლოგია, კერძოდ, დერმატო-ქირურგიაში, დერმატო-ონკოლოგიაში, დერმატო-კოსმეტოლოგიაში, ესთეტიკურ მედიცინასა და სხვ.
ცენტრს აქვს რესურსი წარმატებული რეზიდენტები და სპეციალობის მაძიებლები მიავლინოს საზღვარგარეთის პარტნიორ კლინიკებში სხვადასხვა მოდულის გავლისათვის. ყოველივე ეს საშუალებას გვაძლევს ჩვენს მიერ აღზრდილი ახალგაზრდა დერმატო-ვენეროლოგები ტოლსწორად გრძნობდნენ თავს სხვა ქვეყნის კოლეგებთან.
რეზიდენტურის 3 წლიანი პროგრამის გავლის პერიოდში, გარდა თეორიული ცოდნის და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიღებისა, სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში, როგორც მსმენელის, ასევე მომხსენებლის სტატუსით.
კლინიკის ბაზაზე აღზრდილი ახალგაზრდა სპეციალისტები 3 წლიანი პროგრამის შემდეგ წარმატებით და სამაგალითოდ აბარებენ სასერტიფიკაციო გამოცდას.
ამჟამად კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრის ბაზაზე რეზიდენტურის პროგრამას გადიან შემდეგი უნივერსიტეტებისა და კლინიკების რეზიდენტები:

1.ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)
2.კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი
3.პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
4.წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო

რეზიდენტურის პროგრამები

საქართველოში განათლების სისტემაში განხორციელებულმა რეფორმებმა საშუალება მოგვცა კლინიკა სხვადასხვა უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების დერმატო-ვენეროლოგიურ კათედრებთან (დეპარტამენტებთან) ერთად გამხდარიყო სამედიცინო განათლების მესამე საფეხურის დოქტორანტურის ბაზა. 2006 წლიდან დღემდე დაცულია რვა სადოქტორო დისერტაცია. ამჟამად სადოქტორო პროგრამის ფარგლებში კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრის ბაზაზე სამეცნიერო კვლევას ატარებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (თსუ) და დ.ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის 7 დოქტორანტი.

კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო კვლევით ეროვნულ ცენტრში შესაძლებელია სერტიფიცირებულ დერმატო-ვენეროლოგთა სამუშაო ადგილზე მომზადება.
ექიმი დერმატო-ვენეროლოგების სამუშაო ადგილზე მომზადებისათვის ასარჩევი
მოდულებისა და პასუხისმგებელ პირთა ჩამონათვალი
მოდული 1. საორგანიზაციო საკითხები დერმატოლოგიასა და ვენეროლოგიაში. შესაბამისი მარეგულირებელი კანონები, საქმიანი ქაღალდები და საჭირო დოკუმენტაცია.
ხანგრძლივობა: 1 კვირა (5 სამუშაო დღე)
მოდულზე პასუხისმგებელი პირი: ვ.გოგოხია
მოდული 2. კანის დაავადებები: ინფექციური, პარაზიტული, იმუნური, ალერგიული, ონკოლოგიური და მულტიფაქტორული ბუნების დერმატოზები, გენოდერმატოზები, კანის დანამატების დაავადებები.
ხანგრძლივობა: 2 კვირა (10 სამუშაო დღე)
მოდულზე პასუხისმგებელი პირი: თინა ქიტუაშვილი, გიორგი თვალიაშვილი, ნინო ლორთქიფანიძე, ზვიადი ბეჟანიძე, მანანა სულაბერიძე, თამარ ებანოიძე.
მოდული 3. პედიატრიული დერმატოლოგია.
ხანგრძლივობა: 1 კვირა (5 სამუშაო დღე)
მოდულზე პასუხისმგებელი პირი: თინა ქიტუაშვილი, გიორგი თვალიაშვილი, ირმა ბუჩუკური, მანანა სულაბერიძე, თამარ ებანოიძე.
მოდული 4. მიკოლოგია.
ხანგრძლივობა: 1 კვირა (5 სამუშაო დღე)
მოდულზე პასუხისმგებელი პირი: თინა ქიტუაშვილი, გიორგი თვალიაშვილი, ირმა ბუჩუკური.
მოდული 5. დერმატოკოსმეტოლოგია.
ხანგრძლივობა: 1 კვირა (5 სამუშაო დღე)
მოდულზე პასუხისმგებელი პირი: რუსუდან ლაცაბიძე.
მოდული 6. სიფილისი.
ხანგრძლივობა: 1 კვირა (5 სამუშაო დღე)
მოდულზე პასუხისმგებელი პირი: გივი ჩოჩია.
მოდული 7. გონორეა და არაგონორეული სგგ ინფექციები.
ხანგრძლივობა: 1 კვირა (5 სამუშაო დღე)
მოდულზე პასუხისმგებელი პირი: მანანა შველიძე, ნანა ჩხიკვიშვილი.
მოდული 8. სგგ ვირუსული პათოლოგიები.
ხანგრძლივობა: 1 კვირა (5 სამუშაო დღე)
მოდულზე პასუხისმგებელი პირი: ვახტანგ კვირკველია, ნატო დურგლიშვილი.
მოდული 9. ანდროლოგია.
ხანგრძლივობა: 1 კვირა (5 სამუშაო დღე)
მოდულზე პასუხისმგებელი პირი: გიორგი გალდავა, ივანე კაპანაძე.
მოდული 10. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები რისკ-ჯგუფებში, მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ანთებითი პათოლოგიები გამოწვეული სგგ ინფექციებით.
ხანგრძლივობა: 1 კვირა (5 სამუშაო დღე)
მოდულზე პასუხისმგებელი პირი: თამარ ვარდოსანიძე.
მოდული 11. კანისა და სგგ დაავადებების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა.
ხანგრძლივობა: 1 კვირა (5 სამუშაო დღე)
მოდულზე პასუხისმგებელი პირი: მარიამ წიკლაური.

კოორდინატორი დირექტორი სამეცნიერო-სასწავლო დარგში თინა ქიტუაშვილი