EDUCATION

თინა_ქიტუაშვილი_1200_800

თინა ქიტუაშვილი

Lorem ipsum dolor sit amet

“>დერმატო-ვენეროლოგია სწრაფად მზარდი და განვითარებადი დისციპლინაა. იგი აერთიანებს 2000-ზე მეტ დაავადებას და სინდრომს, რომლის დიაგნოსტიკა, უპირველეს ყოვლისა, ეფუძვნება თითოეული ნოზოლოგიის კლინიკურ გამოვლინებათა ცოდნას. კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევით ეროვნულ ცენტრში პაციენტთა სიმრავლე, გამოცდილ ექიმთა გუნდი და სრულყოფილი სადიაგნოსტიკო ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა დერმატო-ვენეროლოგიით დაინტერესებული ყველა დონის ექიმმა მიიღოს სათანადო ცოდნა და გამოცდილება არა მხოლოდ გავრცელებულ, არამედ იშვიათ დაავადებათა დიაგნოსტიკასა და მართვაში. ეროვნულ ცენტრში დანერგილია საქართველოში მოქმედი განათლების კანონით გათვალისწინებული საექიმო განათლების სამივე დონის პროგრამები დერმატო-ვენეროლოგიაში: საბაკალავრო, სარეზიდენტურო და სადოქტორო. სწავლება მიმდინარეობს ქართულ და ინგლისურ ენებზე.

დაარსების დღიდან კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტი/ეროვნული ცენტრი ითვლებოდა დერმატო-ვენეროლოგიის სწავლების დედა-ინსტიტუტად, სადაც ამ დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ზრუნავდნენ და ზრდიდნენ ახალგაზრდა თაობებს არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. ქვეყანაში დანერგილი იყო კურატორული სისტემა, რაც გულისხმობდა ინსტიტუტის თანამშრომელთა ჯგუფის მიმაგრებას რეგიონების დერმატო-ვენეროლოგიურ დაწესებულებებზე ადგილობრივი სპეციალისტებისათვის საორგანიზაციო-მეთოდოლოგიური დახმარების გაწევისა და მათი პროფესიული ზრდისთვის.

ამ ტრადიციებზე დაყრდნობით კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრში მოქმედებს ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების-სტაჟირების სისტემა. ცენტრის, დერმატო-ვენეოლოგთა ასოციაციის და უნივერსიტეტის თაოსნობით ყოველწლიურად 3-4-ჯერ მაინც ტარდება ადგილობრივი მნიშვნელობის საგანმანათლებლო უფასო კონფერენციები და სემინარები დერმატო-ვენეროლოგებისა და მონათესავე დარგის სპეციალისტებისათვის. დაწესებულების ექიმები აქტიურად მონაწილეობენ სატელევიზიო და რადიოს სამედიცინო გადაცემებში, აწყობენ ვებინარებს, რითაც ემსახურებიან მოსახლეობის სამედიცინო ცოდნის ამაღლებას.

კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრი ჩართულია საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში დერმატოლოგიაში და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლის პროექტებში, რაც საშუალებას იძლევა ქვეყანაში დაინერგოს ყველა ის სიახლე, რაც თან ახლავს სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პროგრესს მსოფლიოში, იქნება ეს ახალი მედიკამენტების, თუ მაღალ-ტექნოლოგიური სადიაგნოსტიკო და სამკურნალო საშუალებების აპრობაცია და დანერგვა. ცენტრს აქვს სათანადო ლიცენზია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის კვლევების ჩატარებისათვის, იგი წარმოადგენს სანდო პარტნიორს საერთაშიროსო კვლევით პროექტებში მონაწილეობისათვის მის ხელთ არსებული გამართული მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და საერთაშორისო კვალიფიკაციის მეცნიერი მკვლევარების არსებობის გამო. ამდენად, შესაძლებელია ითქვას, რომ კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი წარმოადგენს ფართო შესაძლებელობების საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო დაწესებულებას.